2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით მეტია.
ყველაზე მეტი – 7076 პრეტენზია დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებით, მას მოსდევს სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებული პრეტენზიები – 844 და ინტერნეტბანკინგთან დაკავშირებით 281. საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, მომხმარებლებმა 272 პრეტენზია დააფიქსირეს, მომენტალურ განვადებასთან – 244, ხოლო ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით კი 226 პრეტენზია.
ბანკებმა 10 თვეში საფუძვლიანად 2597, ხოლო უსაფუძვლოდ კი- 7956 პრეტენზია მიიჩნიეს.
კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიების რაოდენობის ზრდა მარტიდან შეინიშნება, როდესაც ერთ თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების რაოდენობა ერთბაშად თითქმის 200 ერთეულით გაიზარდა. თუმცა, პრეტენზიების რაოდენობა ბოლო წლებიაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წლის 10 თვეში პრეტენზიების რაოდენობა 4842-ს შეადგენდა, 2017 წელს – 3013-ს, ხოლო 2016 წელს კი 2323-ს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 10 თვეში საფუძვლიანად 923, მიიჩნიეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (1206) შედარებით შემცირებულია.მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ყველაზე მეტი პრეტენზია (279) ადმინისტრაცია/მომსახურების კუთხით დაფიქსირდა, მას მოსდევს ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები (243) და ტრანზაქციები (54).
ჯამში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 10 თვეში საფუძვლიანად 44, ხოლო უსაფძვლოდ 486 პრეტენზია მიიჩნიეს.
Commersant.