საწვავი 10-20%-ით გაიაფდება, სამომავლოდ კი გადამუშავებულ ნავთობს საქართველო ექსპორტზე გაიტანს. “ფაზის ოილის” გენერალურმა დირექტორმა გია შავდიამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში $1,2 მლრდ-ის ინვესტიციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 1,8 წელი მოანდომა ჯგუფმა ეკოლოგიური საკითხების შესწავლას და გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმიზაციის აქტივობებს. ასევე აღნიშნა, რომ განვითარებული XI საუკუნის ტექნოლოგიები ნავთობის საწარმოს შუა ქალაქში აშენების საშუალებასაც იძლევა.
პროექტის მიხედვით, საქართველოში იგეგმება მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, ლიდერი კომპანიების მონაწილეობით (Axens, Tecnicas Reunidas, Royal dutch Shell).
მენეჯმენტის შერჩევაზე მოლაპარაკებებია დარგის მსოფლიო გიგანტებთან, Cepsa, Royal Dutch Schell. საწარმოო პროცესით ნედლი ნავთობი თითქმის სრულად (98%-ით) გადამუშავდება. მყარი ნარჩენები არ ექნება და ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 5“-ისა და „ევრო 6“ სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავი უნდა აწარმოონ. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, იმპორტიორებიდან, ექსპორტიორ ქვეყნებში უნდა გადაინაცვლოს.
ყულევის ქარხნის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება და 3 წელში უნდა დასრულდეს. 5 წლის შემდეგ, როცა ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოებით $50-60 მილიონს მიიღე.
gbc.ge