შოკირებულნი ვართ დაპირებული საარჩევნო სისტემის უარყოფით, იმედია, დაუყოვნებლივ მიიღებთ საარჩევნო რეფორმას – ამერიკელი კონგრესმენების წერილი გიორგი გახარიას

ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან, სადაც ისინი ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს.

“1991 წლიდან, საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას გადის და პროგრესს აღწევს. სწორედ ამიტომაც შოკირებულები ვართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირების შეუსრულებლობის გამო.

საქართველო ამ საარჩევნო რეფორმაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა ვენეციის კომისიასა და ევროკავშირთან. ეს რეფორმა კეთდებოდა არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ უპირველესად ქართველი ხალხისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები წარმატებით დაასრულებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტზე შეთანხმდებიან.

ქართველ ხალხს უნდა მთავრობა ხალხისთვის და ხალხის მიერ არჩეული. მათ სურთ მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. სწორედ ამის გამო გამოვიდა თბილისის ქუჩებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომ გამოეხატათ წუხილი, მაგრამ საპასუხოდ ძალადობრივად გაუსწორდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას აქვს უფლება გამოიყენოს პროპორციული ძალა ძალადობრივი პროტესტის დასაშოშმინებლად, დემოკრატიულმა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეთა აზრის გამოხატვის უფლებას.

ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ, რომელიც ასობით დემონსტრანტის, ჟურნალისტისა და ოპოზიციის ლიდერის დაშავებას ეხებოდა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ახლა დროა საქართველოს მთავრობამ შეასრულოს ქართველი ხალხისადმი გაცემული პირობა. მოველით, რომ დემოკრატია საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი წლების განმავლობაში”, – აღნიშნულია წერილში.

Adam Kinzinger

@RepKinzinger

As co-chairs of the House Georgia Caucus, @GerryConnolly and I sent this letter to the Georgian PM with concerns on the reported violence against peaceful protests over the political reforms that were promised to the Georgian people and to the international community.

View image on Twitter
http://ghn.ge/
კომენტარები ფეისბუქიდან