გახარიაა ნაცებს, რომ დაემუქრა “მე თქვენ დაგასრულებთო”. დაასრულა? შს მინისტრად მოვიდა თუ არა, ჯერ მოადგილეები შემდეგ კი დეპარტამენტის დირექტორებიც ნაცები დანიშნა.

გენ. ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პარტია “სამართლიანობისთვის” პოლიტ. საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე სოციალურ ქსელში, წერს: 

 

“კიდევ დაუკარით ტაში გახარიას და უწერეთ გულები. ეს ის გახარიაა ნაცებს, რომ დაემუქრა “მე თქვენ დაგასრულებთო”. დაასრულა?

შს მინისტრად მოვიდა თუ არა, ჯერ მოადგილეები შემდეგ კი დეპარტამენტის დირექტორებიც ნაცები დანიშნა.

მათ კი რა ჰქნეს? – ძალოვან სტრუქტურებში ის ხელწერა და მახინჯი მეთოდები დააბრუნეს და დანერგეს, რაც იცოდნენ და რაშიც დიდი გამოცდილება ჰქონდათ წინა რეჟიმიდან დაგროვილი.

გახარიამ ისინი წაახალისა და დღემდე თავის მფარველობის ქვეშ ჰყავს…

საზოგადოებამ ვერ ვუზრუნველყავით, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგვეშორებინა მავნე სისტემების შემქმნელები სტრუქტურებიდან.

ჩემი არაერთი მცდელობა, ერთეული შედეგის გარდა, დარჩა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა…

ყოველდღიურად ვიმკით უმძიმეს შედეგებს…
დღეს 15 წლის ლუკა გარდაიცვალა…
გაუმართავმა განათლების სისტემამ და შინაარსობრივად თითქმის უკვე დანგრეულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ვერ უზრუნველყვეს, ამ უდიდესი ტრაგედიის თავიდან აცილება…

ლუკას საქმეზეც “სტანდარტულად” წარიმართა მოვლენები ძალოვან სტრუქტურაში. დაკავდა გამომძიებელი, დაიგმო მისი საქციელი.
უკვე ეს ტრაგედიაც პოლიტიკური ნარატივით გაჟღენთეს და “გასაპრავებლად” თქვეს, რომ წინა ხელისუფლების დროსაა ეს გამომძიებელი დანიშნულიო…

გამომძიებლისკენ თითის გაშვერამ გარდაცვლილი მოზარდი ვერ გააცოცხლა.

ჩვენ კი, უფრო მძიმედ დაგვაფიქრა მომავალზე.

სახელმწიფო ვერ იცავს მომავლ თაობას, ვერ იცავს თავის მოქალაქეებს.

სიმართლე ისაა, რომ ეს მძიმე შედეგი რიგითი თანამშრომლების მიერ დაშვებული შეცდომების გამო კი არ დადგა, სისტემური დანაშაულებრივი მიდგომებია ძალოვან უწყებებში

თანამშრომლების “გაწირვებს” შედეგი არ მოაქვს… სისტემის ასეთ დეგრადირებას – ეს ხელისუფლება გადაყვება…

დაველოდოთ, ვის შერჩა სინდისი ხელისუფლებიდან, ვინ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ვინ გადადგება…”
alia