2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა  კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

კრიმინალის  ზრდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, რეგისტრირებული დანაშაული 2015 წლიდან  2018 წლამდე 23 316-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ–ივნისის პერიოდში კი საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 33 399 დანაშაული.

 

თვითმკვლელობების გაზრდილი რაოდენობა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2019 წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა  კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2019 წელი (იანვარი-მაისი) : 993 ფაქტი (გახსნილია 4 საქმე)

2018 წელი : 1663 ფაქტი (გახსნილია 3 საქმე)

2017 წელი: 665 (გახსნილია 7 საქმე)

2016 წელი: 552 (გახსნილია 6 საქმე).