განახლებული დემოგრაფიული მონაცემებით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. მათი 86.6% შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა (15-64).
თუ 2012 წელს მიგრაციის სალდო (კაცი) -21 521-ს შეადგენდა, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს -10 783 გაუტოლდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1048.2 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1265.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
commersant.