ვინ არის „ბრავო რექორდსი“და რატომ ინარჩუნებს იგი ამიერკაკასიაში ლიდერ პოზიციას!

კომპანია “ბრავო რექორდსის” ხმის ჩამწერი სტუდია 2011 წელს, თბილისში გაიხსნა და დღესდღეობით, ტექნიკური მაჩვენებლებითა და პროფესიონალთა გუნდით, საუკეთესოა როგორც საქართველოში, ისე მთელს ამიერკავკასიაში.

კომპანიის მიზანია ქართველმა მუსიკოს-შემსრულებლებმა დასავლეთის წამყვანი ხმის ჩამწერი სტუდიების სტანდარტებზე იმუშაონ. სწორედ ამიტომ, კომპანიის მთავარი ორიენტირი იყო უზრუნველყო მაქსიმალურად კომფოტული სამუშაო გარემო და იდეალური აკუსტიკური პირობები. სწორედ ამიტომ, სტუდიური ოთახების პროექტირებისას, გათვალისწინებული იყო ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების აკუსტიკური მონაცემების მისაღწევად.

ტექნიკური აღჭურვილობისა და აკუსტიკური პარამეტრების დაპროექტებაზე ბრიტანულმა კომპანია “Funky Junk”-მა იზრუნა, რომლის სპეციალისტების მიერ დაპროექტებულია ისეთი მუსიკოსების სტუდიები, როგორებიც არიან – JamiroquaiElton JohnEminemColdplay და სხვები. აღსანიშნავია, რომ სტუდიის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად “Funky Junk”-ის ხმის ინჟინერი, მატია სარტორი, ერთი წლის განმავლობაში, “ბრავო რექორდსის“ სტუდიის მთავარი სპეციალისტი გახლდათ, ხოლო საქართველოში ჩამოსვლამდე, ნამუშევარი ქონდა მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან: MadonnaBrian EnoColdplayMattafixPaul Stacy (Oasis, Black Crown) და Antonio Feola (BBC ორკესტრი და BBC რადიო).

“ბრავო რექორდსის” სტუდია აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით. მათ შორის, უნდა აღინიშნოს “JoeCo Blackbox”, რომელიც ერთადერთია საქართველოში და განკუთვნილია საკონცერტო, 48-არხიანი ჩანაწერების გასაკეთებლად.

მუსიკის გარდა, სტუდიის არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა დისკების ტირაჟირება. ჩვენთან დისკების ტირაჟირება ხდება პროფესიონალური დანადგარის, “Rimage 3400”-ის საშუალებით, რომელიც უმაღლესი ხარისხის დისკების ქარხნული წესით წარმოების საშუალებას იძლევა.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სტუდიის ყველა მომსახურებაზე კონკურენტული და ხელმისაწვდომი ტარიფები გავრცელდეს. ასეთი მიდგომა, ნებისმიერ დამკვეთს საშუალებას აძლევს საქართველოში მომუშავე სხვა ხმის ჩამწერი სტუდიების ტოლფასი ტარიფებით, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქართულ ხმის ჩამწერ სტუდიაში იმუშაოს.

საქართველოს ისტორიაში პირველად, 2018 წლის “Grammy”-ის მე-60 დაჯილდოების ცერემონიალზე, ცნობილი პუერტო-რიკოელი რეპერის – რეზიდენტეს ალბომმა, სადაც “ბრავო რექორდსში” ჩაწერილი ქისტურ-ლათინური სინგლი შევიდა, “Grammy”-ს ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში “საუკეთესო ლათინური როკ და ალტერნატიული ალბომი”.

სრულიად ელიტა ირჩევს „ბრავო რექორდს“

 

საკონტაქტო ინფორმაცია

“ბრავო რექორდსი”

კოსტავას ქუჩა #68,
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 კორპუსი
0171 თბილისი, საქართველო

ტელეფონი: +995 32 2409340
ფაქსი: +995 32 2409509
info@bravorecords.ge