მძღოლებისთვის ახალი სამართალდარღვევის განსაზღვრა იგეგმება – რას გულისხმობს და რამდენი იქნება ჯარიმა დარღვევაზე

მძღოლებისთვის ახალი სამართალდარღვევის განსაზღვრა იგეგმება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში იგეგმება.კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ახალ სამართალდარღვევად ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევა განისაზღვრა. ამასთან, პროექტის თანახმად, ამ ტიპის დარღვევაზე პასუხისმგებლობის ზომად 100-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.

გარდა ამისა, როგორც პროექტშია მითითებული, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება ასევე – სპორტული მანევრი.

„ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წინასწარი შეცნობით მკვეთრი მანევრი, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

ასევე, მკვეთრ მანევრი, რომელსაც მოყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას 750 ლარის ოდენობით,“-აღნიშნულია კანონპროექტში.
Commersant.ge

კომენტარები ფეისბუქიდან