ენერგეტიკის სექტორში შემცირებული ინვესტიციები  და არასახარბიელო მდგომარეობა

2014-2017 წლებში სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალი 76 მილიონ ლარს აღემატება. ენერგეტიკის სექტორში, რომ სერიოზული პრობლემებია ადასტურებს  „ქართული ოცნების“  გუნდის წევრი, დეპუტატი  რევაზარველაძეც. მისი თქმით, ენერგეტიკაში მდგომარეობა არასახარბიელო იყო, ხოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო არასახარბიელო გახდა.

საქართველოს მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკაში პროცესების გაუარესებას ადასტურებს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლებაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები შემდეგია:

 

2007 – $ 331 მილიონი

2008 – $ 294 მილიონი

2009 – $ -2 მილიონი

2010 – $ 26 მილიონი

2011 – $ 212 მილიონი

2012 – $ 179 მილიონი

2013 – $ 246 მილიონი

2014 – $ 190 მილიონი

2015 – $ 123 მილიონი

2016 – $ 145 მილიონი

2017 – $ 280 მილიონი

2018 – $ 120 მილიონი

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რევაზ არველაძეს ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა სურს.ამ საკითხის განსახილველად მან მიმდინარე წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილიც გაუგზავნა, სადაც ჩამოყალიბებულია არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აღდგეს ენერგეტიკის სამინისტრო. საქართველოს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მხარი დაუჭირა დეპუტატს, თუმცა რევაზ არველაძე ამბობს, რომ პრემიერისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.
Commersant.ge

კომენტარები ფეისბუქიდან