TVM NEWS-ის მედია ჟურნალისტი სტუმრად ეწვია ქალაქ რუსთავში მდებარე რესტორან „ლაზიკას“, შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ეს რესტორანი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა და სერიოზულად დაზარალდა მისი პირველი სართული. ამიტომ დავინტერესდით რა მდგომარეობაა ამ ჟამად და რა სტადიაშია სარემონტო სამუშაოები, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ეტაპობრივად ხორციელდება. TVM NEWS-ის მედია ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა რესტორანი და მის დამფუძნებელთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერაც მოახერხა, გულწრფელი საუბრისთვის დიდ მადლობას ვუხდით შპს. „ლაზკას“ დამფუძნებელ ნიკოლოზ ხრიკაძეს, როელმაც ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა რესტორანში შექმნილ სიტუაციაზე.
-ბატონო ნიკოლოზ, თქვენი რესტორანი როგორც ვიცით ქალაქ რუსთავში განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ზაფხულს საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდით რას გვეტყვით ამაზე?.. რა გახდა ყოველივე ამის მიზეზი?..
-მართალი ბრძანდებით, მთელი რუსთავი გვიცნობს და კარგად იციან ჩვენი მინუსებიც და პლიუსებიც, როგორც უკვე აღნიშნეთ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ კვების ობიექტს ესტუმრა სახალხო კონტროლი და სურსათის უვნებლობის სამსახური, მათმა გადაცემამ შეიძლება ხუმრობით ითქვას, რომ უფრო ცნობადები გაგვხადა საზოგადოებაში, ოღონდ უფრო უარყოფითი კუთხით, ვიდრე ადრე ვიყავით. ნუ როგორ გითხრათ ახლა ნამდვილად გვქონდა გარკვეული სახის ხარვეზები და ამ რეპორტაჟმა თვალნათლივ აჩვენა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნამდვილად არ მინდა თავის მართლება გამომივიდეს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით თუ ამ ზაფხულს წყალდიდობის შედეგად როგორ დაზიანდა მთლიანად რუსთავი და რათქმაუნდა ჩვენი რესტორანიც. სტიქიის წინაშე მარტონი აღმოვჩნდით, ფაქტიურად მთლიანი პირველი სართული დაგვეტბორა, რათქმაუნდა ჩვენი მწირი ძალებით რაც შეგვეძლო ამოვტუმბეთ წყალი, თუმცა დასამალი არაა, რომ ძალიან დიდი ზარალი მოგვადგა. რესტორნის მთელი ადმინისტრაცია გადართული იყო ამ პრობლემების მოგვარებაზე. ამიტომ ალბათ გამოგვეპარა სხვა პრობლემები და ხარვეზები, რაც დაგვანახა და რაზეც ყურადღება მიგვაქცევინა სახალხო კონტროლის ქალბატონებმა მადონამ და ლიზამ, მათ ნათლად დაგვანახეს ჩვენი პრობლემები და სხვა ხარვეზები, რაც რესტორანში გვქონდა და სამწუხაროდ გამოგვეპარა თვალთახედვის არედან.
-ბატონო ნიკოლოზ ჩვენთვის ის ფაქტიც ცნობილი გახდა, რომ სახალხო კონტროლის სიუჟეტის შემდეგ თქვენი რესტორანი ახალ სეზონს განახლებული და გალამაზებული სახით ხვდება, მაინტერესებს შეესაბამება, თუ არა ჩვენი ინფორმაცია სინამდვილეს?..
-იცით შეიძლება ახლა რასაც ვიტყვი, მოულოდნელიც და გასაკვირიც იყოს საზოგადოებისთვის, თუმცა არ შემიძლია ეს არ ვთქვა; რესტორანი „ლაზიკას“ სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გადაცემა სახალხო კონტროლს და სურსათის უვნებლობას, განსაკუთრებით კი მის ჟურალისტებს მადონა კოიძეს და ლიზი ვადაჭკორიას, რადგან მათი დამსახურებით დღეს ჩვენი რესტორანი იმაზე ბევრად კარგ ფორმაშია, ვიდრე ადრე იყო. ადრინდელ ლაზიკაზე ათი თავით მაღლა ვდგევართ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვაკრიტიკებს, რჩევებს გვაძლევს და გვერდშიც გვიდგას. თქვენ წარმოიდგინეთ სიუჟეტის გასვლის შემდეგ გვირეკავენ ადამიანები და უანგარო დახმარებას გვთავაზობენ, მართალია არიან ადამიანები, რომლებიც გვაკრტიკებენ კიდეც, თუმცა ყველაფერი ამის შემდეგ თამამად შემიძლია მივმართო ჩემს რუსთაველებს და არა რუსთაველებს, რომ რესტორანმა ლაზიკამ უკვე დაძლია ხარვეზები და პრობლემები, სათანადო დონეზე განაახლა კვების ობიექტი, მაქსიმალურად გაითვალისწინა სახალხო კონტროლის შენიშვნები და ახლა უკვე მზად ვართ სტუმრების მაღალ დონეზე მისაღებად. მოკლედ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გადაცემამ მართალია დაგვაკარგვინა გარკვეული რაოდენობის ხალხი, თუმცა მრავალი გულშემატკივარიც შეგვმატა. მათი დახმარებით რესტორანი ლაზიკა დღეს ფეხზე დადგა. ამიტომ ყველაზე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ სახალხო კონტროლს, რომლის შენიშვნების გათვალისწინებით დღეს ჩვენი რესტორანი ძალიან მაგარ ფორმაშია.
-ბატონო ნიკა არ დაგიმალავთ, რომ ჩვენამდე მოვიდა ისიც, რომ თქვენ პირიქით, სახალხო კონტროლის ვიზიტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გქონდათ, ამიტომ მინდოდა, რომ ჩვენი სააგენტოს მეშვეობით საზოგადოებისთვის გემცნოთ რეალობა.
-მესმის რასაც გულისხმობთ და განგიმარტავთ ჩემს პოზიციას და გეტყვით იმას, რომ ჩვენი მხრიდან ეს განცხადებები ცხელ გულზე იყო ნათქვამი ნაჩქარევად. აქედან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ფაქტი მოხდა ის, რაც მოხდა, ამიტომ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რესტორანი დღეს უკვე საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ამიტომ განახლებული ლაზიკა მზადაა საზოგადოების მისაღებად.
-დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ საინტერესო და ამომწურავი პასუხებისთვის, იმედი ვიქონიოთ, რომ საზოგადოება თქვენი მისამართით სწორ დასკვნებს გააკეთებს, პირადად მე მიმაჩნია, ის, რომ რესტორანი „ლაზიკა“ ამას ნამდვილად იმსახურებს და ჩვენი საუბრის ბოლოს უნდა შეგეკითხოთ, თუ რა დიდი ღონისძიებისთვის ემზადება თქვენი რესტორანი 28 სექტემბერს?..
-საბედნიეროდ და ჩვენი გულშემატკივრების გულის გასახარად 28 სექტემბერს ლაზიკა მასპინძლობს მსოფლიო დონის უცხოელ სტუმრებს 30 ქვეყნიდან და ასევე საქმიანი და წარმატებული ქალების დაჯილდოვების ცერემონიალიც გაიმართება. ჩვენთან უკვე იგრძნობა ამ დღისთვის დიდი სამზადისი, რადგან ვთვლი რომ პატივად გვერგო ეს დიდი პასუხისმგებლობა, იმასაც დავძენ, რომ ეს თვითონ რუსთავისთვის და რუსთაველებისთვისაც დიდი მოვლენა იქნება და ჩვენი რესტორანი ევროპული სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს სტუმრებს. ასევე სტუმრად გვეყოლებიან წარმატებული ბიზნესლედები, ეს დღე იქნება ულამაზესი და დაუვიწყარი, მხოლოდ რესტორნისთვის, კი არა მთელი ქალაქისთვის, ამიტომ რათქმაუნდა დავხვდებით ქართული სულისკვეთებით ჩვენს უცხოელ სტუმრებს და გავატარებინებთ დაუვიწყარ საღამოს. მინდა წინასწარ დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიების მონაწილეებს, წამყვანებს, ორგანიზატორებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ ჯერი შეაჩერეს ჩვენს რესტორანზე. მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა.
TVM NEWS-ის ერთგულ მომხმარებლებს კი შევახსენებთ, რომ რესტორანი ლაზიკა 28 სექტემბერს გრანდიოზული ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება, ამიტომ ჩვენც ვუსურვებთ წამატებას.