Facebook-ი $1.64 მილიონით დაჯარიმდა

ბრაზილიის იუსტიციის სამინისტრომ Facebook-ი $1.64 მილიონით დააჯარიმა. Reuters-ის ცნობით, ტექნოლოგიური გიგანტის დაჯარიმების მიზეზად უწყება მომხმარებლების მონაცემების არასათანადოდ გავრცელებას ასახელებს.

 

სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბრაზილიაში ეს Facebook-ისთვის დაწესებული პირველი ჯარიმაა, რომელიც Cambridge Analyticaს მიერ 2018 წელს, მონაცემთა უკანონოდ გამოყენებას უკავშირდება.

 

Facebook-ი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

 

Facebook-ს ჯარიმის სახით $5 მილიარდის გადახდა 2019 წლის ივლისში აშშ-ის მარეგულირებელმა კომპანიამაც დააკისრა. მიზეზი კონფიდენციალურობის დარღვევა იყო.

 

მათ შორისაა ყველაზე რეზონანსული სწორედ Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

 

Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა.

 

Imedinews.ge