თბილისში, რუსთაველის გამზირზე დადგმული კარვები მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღებულია მოძრაობა სირცხვილია-ს, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის მიერ გაშლილი კარვები. ადგილზე უკვე მივიდა პარტია ევროპული საქართველო-ს წარმომადგენელი ელენე ხოშტარია, რომელიც დასუფთავების მანქანაზე აძვრა და თანამშრომლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
მარშალპრესი