კანადაში „მარტო სახლში 2“- დან დონალდ ტრამპის სცენა ამოჭრეს

„მარტო სახლში“ ყველასთვის საყვარელი საშობაო ფილმია. ტრადიციულად, ფილმის მაყურებელთა რიცხვი განსაკუთრებულად წლის მიწურულს იზრდება.

„მარტო სახლში“ მეორე ნაწილი 1992 წელს გამოვიდა. აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში რამდენიმე წამით ჩნდება. მაშინ, როდესაც დაკარგული კევინ მაკკალისტერი სასტუმროში დაიკარგება და გამვლელებს გზის გაგნებაშიდახმარებას სთხოვს. დონალდ ტრამპი კევინს ამ სიტყვებს ეუბნება: „ქვემოთ ჩადი, შემდეგ მარცხნივ“.

კანადაში სატელევიზიო კომპანია CBC-მ ფილმიდან დონალდ ტრამპის სცენა ამოჭრა.

ამ ფაქტს, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში გამოეხმაურა. მან ეს მოვლენა კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს დაუკავშირა:

„როგორც ჩანს, ჯასტინ ტ.-ს დიდად არ მოსწონს, რომ ნატოსთვისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის დროულად ვახდევინებ ფულს“,- დაწერა ტრამპმა.

რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტრამპს ფილმიდან ამოჭრიდნენ, განაცხადა, რომ ამაყი იყო მასში მონაწილეობით:

„ყოველწლიურად, განსაკუთრებით კი საშობაო პერიოდში, მრავალი ადამიანი მეუბნება, რომ ამ ფილმში მიხილეს. უმეტესად კი პატარა ბავშვები აღნიშნავენ ამას“.

ფილმიდან მისი სცენის ამოჭრის შემდეგ  ტრამპმა კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა:

„ეს ფილმი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო! (ვხუმრობ)“.

„პრაიმტაიმი“

კომენტარები ფეისბუქიდან