საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. 
განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურში  აცხადებენ, რომ ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების აუცილებლობა არ არსებობს.

”15 იანვარს  განახლდება სასწავლო პროცესი, ვირუსთან დაკავშირებით ეპიდემია არ არსებობს ამიტომაც როგორც დაგეგმილი იყო სწავლა 15 იანვარს დაიწყება”, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო და  ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. 

კომენტარები ფეისბუქიდან