,,მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი – 2020,,

16 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით, სამოდელო სააგენტო ,, კატრინი,,- ს ხელმძღვანელობით საქართველოში საერთაშორისო მოდის კვირეული, ფესტივალი და დაჯილდოვების ცერემონია – ,,მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი,, გაიმართება. 15 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს. დაგეგმილია სხვადასხვა ტურები და აქტივობები: ნაციონალური სამოსის ტური, ტალანტ შოუ, მეგობრობის საღამო, გამწვანების აქცია, შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოდის კვირეული და გალა ფინალი რომელიც 19 იანვარს სასტუმრო ,, ბილთმორ,,-ში გაიმართება. ყველაფრის თავი და თავი კი ეკა მგალობლიშვილი გახლავთ, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა: მე-7 წელია უკვე საქართველოში ჩემი ხელმძღვანელობით 4 საერთაშორისო პროექტი ტარდება: ,,მის და მისტერ პლანეტა,, ,,მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა,, ,, მის და მისტერ თინეიჯერი,, ,,მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი,, პროექტების საქართველოში ჩატარების მიზანია: ტურისტების მოზიდვა, ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების, ნაციონალური სამზარეულოს, ბუნებრივი რესურსების, ტურისტული სერვისების პოპულარიზაცია-პროპაგანდა, მოდისა და სილამაზის კონკურსების საერთაშორისო ჰოლდინგებსა და აღიარებულ მეტრებს შორის საქართველოს სახელის დამკვიდრება, ცნობადობის და რეიტინგის გაზრდა. ქართველი და უცხოელი სტუმრებისა და დამსვენებლებისთვის საინტერესო, შთამბეჭდავი სანახაობის მოწყობა, კულტურის, ტრადიციების, ისტორიის გაცნობა, ქვეყნებს შორის მეგობრობის, ნაცნობობისა და ურთიერთობების დამკვიდრება. მადლობა მინდა თითოეულ ქართველს გადაგიხადოთ , ვინც თავისი წვლილი შეიატანა პროექტების განხორციელებაში. ბედნიერი ვარ, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ: ,, საქართველო ჩემი მეორე სახლია,, ეს თქვენი დამსახურებაც არის, მარტო მე ვერას შევძლებდი.

( საერთაშორისო ჟიურის წევრები)

 

კომენტარები ფეისბუქიდან