,,World Rising Stars ,,- 2020

16 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით, სამოდელო სააგენტო ,, კატრინი,,- ს ხელმძღვანელობით საქართველოში საერთაშორისო მოდის კვირეული, ფესტივალი და დაჯილდოვების ცერემონია – ,,მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი,, გაიმართება. 15 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს. დაგეგმილია სხვადასხვა ტურები და აქტივობები: ნაციონალური სამოსის ტური, ტალანტ შოუ, მეგობრობის საღამო, გამწვანების აქცია, შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოდის კვირეული და გალა ფინალი რომელიც 19 იანვარს სასტუმრო ,,ბილთმორ,,-ში გაიმართება.