ჩვენ საყვარელ დედაქალაქ თბილისს მორიგი, ახალი რესტორანი “ვია ვენეტო” შეემატა, რომლის გრანდიოზული გახსნა 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე გაიმართა. ამჯერად რესტორან “ვია ვენეტოს” მეორე ფილიალის გახსნას დავესწარით რომელიც ბელიაშვილის 87 ნომერში გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი კი გახდათ, მსახიობი და პიარ-მენეჯერი: ნატა გულიაშვილი. ასევე გრანდიოზულ გახსნას ესწრებოდნენ “შოუ-ბიზნესის” წარმომადგენლები. გახსნაზე ჩატარდა გათამაშება სადაც, დაჯილდოვდნენ მოწვეული სტუმრები. მათ გადაეცათ სხვადასხვა კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები. მთავარი პრიზი კი გახლდათ, დასვენება ბაკურიანში.
გთავაზობთ “ვია ვენეტოს” პიარ მენეჯერთან, მსახიობ- ნატა გულიაშვილთან ინტერვიუს მოკლე ჩანაწერს:
„სულ რამდენიმე დღეა გაიხსნა ჩვენი რესტორანი “ვია ვენეტო”, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები. მათ აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ ისეთი კერძები, რომელიც მათ ჯერ არსად არ გაუსინჯავთ. ცოცხალი მუსიკა გვაქვს ყოველდღე 20:00 საათიდან 01:30 მე. ხოლო ყოველი პარასკევი, შაბათი და კვირა, გვექნება სხვადასხვა ცნობილი მომღელების კონცერტები და საინტერესო გათამაშებები. სადაც ყველა ჩვენს სტუმარს შეეძლება მონაწილეობის მიღება და ჩვენი პარტიორი კომპანიების მიერ დაწესებული წამახალისებელი საჩუქრების მოგება.“