19 იანვარს თბილისში, სასტუმრო ბილტმორში გაიმართა World Rising Stars-ის დაჯილდოვების ცერემონიალი!

19 იანვარს თბილისში, სასტუმრო ბილტმორში გაიმართა World Rising Stars-ის დაჯილდოვების ცერემონიალი. საერთაშორისო ჯილდოები გადაეცათ, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ლაურეატებს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე წარმატებით ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას. სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ მოდის, კულტურისა და მედიის სფეროში მოღვაწე წარმატებული და საქმიანი ადამიანები და კომპანიები: ჟურნალი გზა, სარკე, პალიტრა, საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ ჯორჯია, დია ნიუსი, სან ექსპრესი, საუკეთესო სარეკლამო კომპანია ვინდ-ლაივი და მისი დირექტორი: შორენა ცურკავა, ცნობადი სახეები, წლის საუკეთესო ტალანტის ტიტულით დაჯილდოვდა ნიჭიერის ნახევარფინალისტი ქრისტინე კაპანაძე და ასევე დაჯილდოვდნენ სხვა წარმატებული ადამიანები და წარმატებული და საქმიანი ქალბატონები. საერთაშორისო დიპლომით დაჯილდოვდა TVM NEWS-ის მედია სააგენტო და მისი ჟურნალისტი: მარიამ შენგელია სპეციალური სტუმრის დიპლომით დაჯილდოვდა, რისთვისაც ჩვენი შრომის დაფასებისთვის უდიდეს მადლობას ვუხდით კატრინის დამფუძნებელ ეკა მგალობლიშვილს და ასევე ყველა ქვეყნის ეროვნულ დირექტორს (ჟიურს). ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის საერთაშორისო დონის ჯილდო. 

შეგახსენებთ, რომ:

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 130 სტუმარი ეწვია სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფინალურ გალა-კონცერტზე მისმა ორგანიზატორებმა მოდის სფეროში წარმატებულ ადამიანებს ჯილდოები გადასცა. ეს ღონისძიება ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერ, ლამაზ და წარმატებულ ადამიანებს მოდის, კულტურისა და მედიის სფეროდან.

TVM NEWS-ის ჟურნალისტმა თავად ამ გრანდიოზული პროექტის ორგანიზატორი, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ეკა მგალობლიშვილი: „საერთაშორისო პროექტმა ,,მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი ,, წარმატებით ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში თავიანთი დელეგაციის თანხლებით ჩვენს გვერდით იყვნენ, თითოეულ ქართველს, ვინც თუნდაც პატარა მარცვალი ჩადო პროექტის განვითარებისათვის, სამოდელო სააგენტო ,,კატრინი,,- მოდელებს, მშობლებს… თითოეულ სტუმარს 3 დღის განმავლობაში რომ ჩვენს გვერდით იყვნენ ( 1000 – ზე მეტი მაყურებელი – ყოველ დღე) საერთაშორისო ჟიურის წევრებს, საატუმროებს : ,, Biltmore,, & @,, Tbilisi Hotel Tower,, და ჩემს გუნდს : Nini Grdzelishvili Temo Kobalia Shorena Gigineishvili Tatuli Gureshidze Tatana George Keta Khorbaladze Maria Mamuchashvili- ჩვენ ეს ერთად შევძელით. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს – Mamuka Chokuri, Hotel Tbilisi Tower- საოცარი გარემო, პროფესიონალი თანამშრომლები, სასიამოვნო საცურაო აუზი, ეკოლოგიურად სუფთა საკვები, უზარმაზარი , თანამედროვე სტილის ოთახები. აქ, როგორც საკუთარ ოჯახში, ისე იგრძნობთ თავს.

ჟურნალი ”გზა” GzaPress.ge-ს ფოტო.