პროექტ: „ბიზნეს ლედი 2018“-ის გამარჯვებულმა თეო წურქავამ მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის ულამაზესი დედოფლის გვირგვინი მოირგო!

რუსთაველი ქალბატონი, რომლის წარმატების ისტორიაც გარკვეულწილად მისტიკის ნაწილია და ამავე დროს უდიდესი შრომისმოყვარეობის შედეგის ნაყოფი, თქვენ ჩვენგან შეიტყობთ ქალბატონზე, რომლის წარმატებული მომავალი გარდაცვლილი ძმის ნათელმა სულმა გადაწყიტა. ძლიერი ქალის ნებისყოფამ და სიძლიერემ ყველა ბარიერი გადალახა, დაძლია სირთულეები და გარდაცვლილი ძმის სიზმარში ხილვის მინიშნებით სააქაო რებუსი ამოხსნა და ნაბიჯ-ნაბიჯ გზაც გაიკვლია ახალი პროფესიისკენ. დღეს ჩვენი გმირი ქალბატონი ბიზნეს სფეროში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფიგურაა და ფლობს რამდენიმე კომპანიას.

ბიზნეს ლედი 2018-ის გამარჯვებული ულამაზესი ქალბატონი შორენა (თეო) წურქავა საზოგადოებას ახალ ამპლუაში მოევლინა, კერძოდ საერთაშორისო პროექტ: „world rising stars“-ში მან სრულიად პოდიუმი დაიპყრო და გრაციოზული სვლით წარადგინა, როგორც ნაციონალური, ასევე ულამაზესი საღამოს სამოსი (კაბა). ჩვენმა ჟურნალისტმა ამომავალი ვარსკვლავის დედოფალთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.

თეო წურქავა (ბიზნეს ლედი): „გეთანხმებით, რომ დღეს ვარ განსხვავებულ ატმოსფეროში, გავდივარ პოდიუმზე, თუმცა არ დაგიმალავთ, რომ ძალიან კარგად და ქალურად ვიგრძენი თავი პოდიუმზე, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩემი სამუშაო, უკიდურესად გადატვირთული გრაფიკი და ყველაფერი ამის ფონზე დღევანდელი დღე არის ჩემთვის ნამდვილი რელაქსი, განვიტვირთე და თავი ვიგრძენი დედოფლად, რაც არაჩვეულებრივი გრძნობაა, ვისურვებდი მსგავსი პროექტები ხშირად ჩატარებულიყოს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი დღესასწაულისთვის კი ორგანიზატორს: ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას და ასევე თქვენს მედია სააგენტოს და ყველა მედია წარმომადგენელს.“