ქრისტინე კაპანაძე მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის ობიექტური ჟიურის გადაწყვეტილებით 19 იანვარს გახდა წლის საუკეთესო ტალანტი და დაჯილდოვდა:
WORLD RISING STARS 2020 & BEST TALANT 2020
შეგახსენებთ, რომ ქრისტინე კაპანაძე არის მეგა პროექტ: ნიჭიერის ნახევარფინალისტი და ფიესტალონიის გრამპრის მფლობელი, ასევე ეს 15 წლის ნიჭიერი გოგონა უკვე გახდა მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის ფარგლებში: 2019 წლის საუკეთესო მოცეკვავე, ხოლო ამჯერად იგი დაჯილდოვდა 2020 წლის საუკეთესო ტალანტის ტიტულით, მას აქვს მოპოვებული უამრავი პრესტიჟული ჯილდო და აგრეთვე არის საუკეთესო ინდური სამოსის დიზაინერი და მიღებული აქვს იუნესკოს მასშტაბის ქორეოგრაფის სერთიფიკატი.
TVM NEWS–ის მედია სააგენტო ულოცავს პატარა მოცეკვავეს, დამწყებ დიზაინერსა და ქორეოგრაფს ასეთ გრანდიოზულ წარმატებას და უსურვებს უფრო დიდი და მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობას.