უახლესი საბავშვო პროექტი, რომლის ანალოგიც ჯერ არ განხორციელებულა საქართველოში, მაშ ასე დაიწყო სატელევიზიო კონკურსი: „ცეკვავენ ბავშვები“, რომელიც თითქმის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ს იდენტურია, თუმცა გათვლილია მხოლოდ ბავშვებზე (ასაკი: 7 დან 15 წლამდე). პროექტში მონაწილეობას ღებულობს 20 ბავშვი, 10 ცეკვის სტუდიიდან და ასევე ინდივიდუალური შესარჩევი ქასთინგებიდან. შეჯიბრი ტარდება ყოველ მეორე კვირას, სადაც ბავშვები ეპაექრებიან ერთმანეთს მათთვის უცხო ცეკვის ათვისების უნარსა და შესაძლებლობაში. შეჯიბრის დღეს პროექტს ეთიშება ორი ბავშვი, რომელიც დააგროვებს გულშემატკივრების ყველაზე ნაკლებ ზარს, სამი აუთსაიდერიდან ჟიურის ბორდს აქვს უფლება ქულების მინიჭების მეთოდით გადაარჩინოს და პროექტში დატოვოს თავისი ფავორიტი ბავშვი.
გაცნობებთ, რომ ამ არაჩვეულებრივი პროექტის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ: „2gether Production Company
პროექტი გრძელდება 5 თვის მანძილზე, სადაც იქნებიან ცნობილი წამყვანები, ცნობადი ჟიურის წევრები და პოპულარული მომღერლები. თუმცა ყველაზე მეტი მნიშვნელობა გენიჭებათ თქვენ, ჩვენო ერთგულო მაყურებლებო, რადგან მხოლოდ თქვენ წყვეტთ თქვენი ფავორიტის ბედს პროექტში, თქვენი სატელეფონო ზარები გადამწყვეტია. ასე, რომ უკვე შეგიძლიათ მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებმა რაც შეიძლება მეტი დაურეკოთ თქვენს ფავორიტს.
მხარდამჭერი კომპანიებისა და ორგანიზაციების საყურადღებოდ! შეგიძლიათ ჩვენს რეიტინგულ პროექტს გაუწიოთ ფინანსური მხარდაჭერა და ჩვენგან მიიღოთ შესაბამისი პიარი. დაგვიკავშირდით: 571-13-03-71.
ნუ დაკარგავთ დროს, აირჩიეთ თქვენი ფავორიტი ბავშვი და უგულშემატკივრეთ, უყურეთ ლაივ ეთერს თრიალეთი TV-ზე. კონცერტზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან, რადგან ჩვენი სააგენტო არის პროექტის ერთ-ერთი მედია მხარდამჭერი. ბილეთის ღირებულებაა სულ რაღაც 10 ლარი, რომლის ნაწილიც ხმარდება ქველმოქმედებას, კერძოდ მცირეწლოვან ბავშვს, რომელსაც სიცოცხლის გადასარჩენად ესაჭიროება საფრანგეთში მკურნალობა.
TVM NEWS-ის მედია ჯგუფს ჰყავს უკვე საკუთარი ინდივიდუალური ფავორიტი უნიჭიერესი გოგონა: ქრისტინე კაპანაძე, რომელიც არის ჩვენი სააგენტოს ნიუს სახე, ხოლო მისი ანსამბლი: ინდური ცეკვების სტუდია განგას წევრებიც იმსახურებენ გარკვეულ სიმპათიებს, თუმცა ქრისტინე უპირობოდ ფავორიტია. ამიტომ აქვე ვანთავსებთ მის ინდივიდუალურ ნომერს.