ბათუმში 4 წლის შემდეგ პირველად თოვლი მოვიდა

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პირველი თოვლი მოვიდა ბათუმში. თოვლის საფარის სიმაღლე 10 სმ-ს არ აღემატება. მერიის განცხადებით გზები გაწმენდილია და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მარილითაც დაამუშავებენ. 
“თოვლი რომ არ მოდის აღარც მოსავალი გვაქვს, ზამთარმა უნდა იზამთროს”…. ” 3 წლის განმავლობაში თოვლი არ მოსულა და გრიპებით ვიხრჩობოდით” – აცხადებებენ ბათუმელები.

კომენტარები ფეისბუქიდან