ბანკებმა კლიენტებისგან 220 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება დაისაკუთრეს

2019 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ხუთი ლიდერი ბანკია: 
საქართველოს ბანკი – 99 065 797 ლარითიბისი ბანკი – 78 384 425 ლარიქართუ ბანკი – 14 339 254 ლარიბაზის ბანკი – 13 825 651 ლარივითიბი ბანკი ჯორჯია – 10 067 967 ლარირაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობებს, ასე გამოიყურება:

სილქ როუდ ბანკი – 423 245 ლარი, კრედო ბანკი – 813 532 ლარი, ფინკა ბანკი საქართველო – 225 548 ლარი, ხალიკ ბანკი საქართველო – 477 491 ლარი, ტერაბანკი – 2 226 546 ლარი, ლიბერთი ბანკი – 47 775 ლარი, ზირაათ ბანკი საქართველო – 82 225 ლარი, პროკრედით ბანკი – 69 554 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, იშ ბანკი საქართველოს და პაშა ბანკი საქართველოს დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.

2019 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

კომენტარები ფეისბუქიდან