პროექტ: „ცეკვავენ ბავშვები“ს ქართული ტური ქრისტინე კაპანაძის სტუდია „განგას“ წევრებისთვის წარმატებით დასრულდა!

TVM NEWS-ის ნიუს სახე უნიჭიერესი გოგონა: ქრისტინე კაპანაძე თავის ინდური ცეკვების სტუდია „განგას“ წევრებთან ერთად გადავიდა პროექტ: „ცეკვავენ ბავშვები“ს მორიგ ტურში, თან ისე რომ აუთსაიდერებში არცერთი „განგელი“ არ დამდგარა, რადგან მათმა ცეკვამ მაყურებლის და გულშემატკივრების ზარებზე დადებითად იმოქმედა და ჟიურიც კმაყოფილი დატოვა. ქრისტინემ ქართულ ტურზე „ჯეირანი“ განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა და დარბაზის სიმპათიებიც დაიმსახურა, ხოლო შეფასების დროს ქალბატონმა ეკა მგალობლიშვილმა (ჟიურის წევრი) საკუთარი აღფრთოვანება და ოვაციები ვერ დამალა და საჯაროდ განაცხადა, რომ ჩვენი ქრისტინე მის საერთაშორისო კონკურსებზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მსოფლიო ეროვნული დირექტორებისგან დამსახურებულად იღებს გრამპრის ინდური ცეკვის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ 50 ქვეყნის ეროვნული დირექტორების სიმპათიის მოპოვება ნამდვილად არაა იოლი საქმე. კონკურსი გრძელდება და ზუსტად ორ კვირაში ჩვენ ვიხილავთ ჰიპ-ჰოპის ლაივ-ტურს, ასე რომ დაველოდოთ, თუ კიდევ რით გაგვაოცებენ „ცეკვავენ ბავშვები“ს პატარა მონაწილეები. შეგახსენებთ ანსამბლ განგას წევრების ვინაობებს: ილია კაპანაძე, გაბრიელ სოზაშვილი და შაკო ჩიქობავა. ჩვენი მედია ჯგუფი ტრადიციისამებრ წარმატებას და გამარჯვებას უსურვებს ქრისტინეს, რადგან იგი ჩვენი ნიუს სახეა და გვეამაყება.

 

კომენტარები ფეისბუქიდან