კომპანია “ძმები ნიკურაძეები” ბიზნეს პერსონა 2019-ის ტიტულის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული უცხოური ორგანიზაციების სიაში მოხვდნენ

დამზადებულია საქართველოში ნომინირებული ავეჯის დამამზადებელი კომპანია: “ძმები ნიკურაძეები”, რომელიც პროექტ: ბიზნეს პერსონა 2019-ის გამარჯვებული გახდა უცხოური პრესტიჟული ორგანიზაციების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა, კერძოდ მათი საქმიანობის ხარისხით დაინტერესდნენ თურქული, გერმანული და ამერიკული ორგანიზაციები და ჩვენი საამაყო ძმები ძვირადღირებული კონტრაქტის გასაფორმებლად რამდენიმე ქვეყანაში მიიწვიეს. ჩვენი ჟურნალისტი ძმების საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბატონ თემურ ნიკურაძეს დაუკავშირდა და ჩაწერა ინტერვიუ, თუმცა ამჯერად საკმაოდ მცირე, დირექტორის მოუცლელობის გამო.

თემურ ნიკურაძე: “ძალიან ბევრი ადამიანი და კერძო კომპანიები დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით, შეკვეთებს ვერ ავუდივართ და როგორც უკვე გაიგეთ ბევრი მათგანი საზღვარგარეთულია, გვიწვევენ თავის ქვეყნებში სამუშაოდ. ვიყავით თურქეთში და ორიდღეც არ გასულა, რაც დავბრუნდით ისევ ვბრუნდებით თურქეთში, თუმცა სხვა ქვეყნებიც გვყავს ჩვენს სამუშაო გრაფიკში ჩასმული, ნამდვილად დადებითი შედეგი გამოიღო ჩვენთვის პროექტ ბიზნეს პერსონა 2019-ში გამარჯვებამ. ჩათვალეთ, რომ თავისუფალი დრო საერთოდ აღარ გვაქვს, რისთვისაც თქვენს მედია სააგენტოს და საერთოდ ყველა ჩვენს გულშემატკივარს ვუხდით მადლობას.”

კომენტარები ფეისბუქიდან