უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

7 სექტემბერს, დღის ბოლოდან, 10 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალის დონის მატება ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.