ივანიშვილის ბიზნესცენტრში მედპერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

ბიზნესცენტრში ორჯერ იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი – მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არტერიული ჰიპერტონია გახდა, რაც, ოლიგარქის ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საკმაოდ უცნაური, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა იყო.როგორც “ნიუპოსტის” წყარო ამბობს, მედიკოსებმა ოლიგარქს წნევა მალევე დაურეგულირეს, თუმცა, მინი-გამოკვლევა ადგილზევე ჩაუტარეს, რათა გაერკვიათ, საქმე ჰქონდათ ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიასთან, რაც მაღალი წნევის ჩივილების მქონე პაციენტთა 90%-ს აღენიშნება, თუ მეორად, ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიასთან, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება.წყაროს თქმით, პაციენტი საკმაოდ ნერვიულობდა, რის გამოც გამოკვლევების ხელახლა დაწყება გახდა საჭირო, პასუხი კი ამ დრომდე ცნობილი არ არის:”ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას, რაც სიმპტომების ამოცნობასა და პროფილაქტიკას აძნელებს. 

მას ე.წ. “თეთრი ხალათის სინდრომი” აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა ადამიანი ექიმთან მიდის ან რაღაც შემთხვევის გამო მასთან მიდის ექიმი, ეიფორული მდგომარეობა იწყება, წნევა იმატებს და შესაძლოა, ეს მდგომარეობა ჰგავდეს რაიმე დაავადების სიმპტომს.ადრე მას ეს სინდრომი კამერების მიმართ ჰქონდა – ნერვიულობას იწყებდა, როცა კამერასთან უწევდა ურთიერთობა და ეს ეტყობოდა კიდეც გამომეტყველებასა და სახის კუნთების დაძაბვაზე, შემდეგ დროთა განმავლობაში ეს სინდრომი გაუქრა, “თეთრი ხალათის სინდრომს” კი ვერაფერს უხერხებს. ამიტომ ძნელი სათქმელია, გუშინდელი შემთხვევა წნევის ერთჯერადი მომატება იყო თუ რაიმე პათოლოგიის გამოვლენა. 

თვითონ ბიძინა ივანიშვილი წნევის მომატებას დეპუტატებსა და ელჩებს უკავშირებდა, ასე ამბობდა, წნევამ ელჩებთან შეხვედრის მერე ამიწიაო”, – ჰყვება “ნიუპოსტთან” წყარო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.შეგახსენებთ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას ქართულ პოპულაციაში. საქართველოში არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულთა ხვედრითი წილი, სიკვდილის მიზეზთა შორის, 48,8%–ია. ბოლო წლებში, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტონია აღენიშნება 600 000 პირზე მეტს.
წყარო newposts.ge

კომენტარები ფეისბუქიდან