მეგა პროექტ: „ცეკვავენ ბავშვები“ს ჟიურის წევრი: გვანცა ცოტაძე ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2020-ის ტიტულით!

ბიზნეს ელეგანტად ნომინირებული, სამეჯლისო ცეკვების სტუდია: „მეგა“ს დამფუძნებელი-გვანცა ცოტაძე TVM NEWS-ის მეგა პროექტის: „ბიზნეს პერსონა 2020“-ის დაჯილდოვების კანდიდატი გახდა, ყველაფერი კი დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალბატონი გვანცა თავისი სტუდიის მოცეკვავე გოგონებით ჩაერთო 2 gether production-ის ვარსკვლაურ პროექტ: „ცეკვავენ ბავშვები“ს საჩვენებელ კონკურსზე.
გვანცა ცოტაძე: „ცეკვავენ ბავშვებში მონაწილეობამ განსხვავებული პიარი და წარმატება მომიტანა, მართალია სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია: „მეგა“ 11 წლის წინ დავაარსე და ამ ხნის განმავლობაში მრავალი პრესტიჟული ჯილდო ავიღეთ მე და ჩემმა ბავშვებმა: idsa european chempion ship, wapa world champion shif, ასევე სტუდიაში მყავს საქართველოს ჩემპიონები და თავად გახლავართ, საქართველოს ეროვნული სპორტული ცეკვის აკადემიის პრეზიდენტი და სტუდია: „მეგა“ს ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი და პროექტ: „ცეკვავენ ბავშვები“ს ჟიურის წევრი, აგრეთვე საერთაშორისო ტურნირების, კონცერტებისა და ფესტივალების წამყვანი, პროფესიით კი შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ვარ ჟურნალისტი, თუმცა როგორც ხედავთ ყველაფერს ვამჯობინე ცეკვა და ჩემს სფეროში საკმაოდ წარმატებულიც გახლავართ. მინდა ავღნიშნო, რომ ცეკვავენ ბავშვებში გამოჩენის შემდეგ, ჩემი პერსონით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და მრავალ პროექტებში შემომთავაზეს ჩართვა, მათ შორის იყო მისტერ ვალენტინიც, თუმცა განსაკუთრებულად მესიამოვნა, როდესაც თქვენგან მივიღე მოწვევა და გავხდი „ბიზნეს პერსონა 2020“ის დაჯილდოვების კანდიდატი, ბიზნეს ელეგანტის ნომინაციაში, რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას და სულმოუთმენლად ველი დაჯილდოვების ცერემონიალს ზაფხულში, რომელიც როგორც ვიცი კვლავაც ჩატარდება ქალაქ ბათუმში.“
სტუდია: „მეგა“ს მისამართებია: 145-ე საჯარო სკოლა (ვარკეთილში), მე-11 საჯარო სკოლა (ნაძალადევში), პროფკავშირების კულტურულ ცენტრში: სამოყვარულო ჯგუფი.
კომენტარები ფეისბუქიდან