ბორჯომში 15 თეთრიანი პირბადეების ფასი 1 ლარამდე გაიზარდა

ბორჯომის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია. აფთიაქებს მარაგი აღარ აქვთ.

მცირე რაოდენობით დარჩენილი 15 თეთრიანი პირბადეები 1 ლარად იყიდება.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტმა ბორჯომში 5 აფთიაქი მოიარა. პირბადეების შეძენა ყველგან სხვადასხვა ფასად შევძელით.

ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც მხოლოდ რამდენიმე პირბადე ჰქონდათ დარჩენილი ფასი 70 თეთრია.

ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში კი პირბადე 15 თეთრი ღირს. შეზღუდული რაოდენობის გამო მხოლოდ 5 ცალი მოგვცეს.

„პირბადეები ძალიან გაძვირდა, 1 ლარი ღირს და მარაგიც აღარ გვაქვს“-გვითხრეს ერთ-ერთ აფთიაქში.

95 თეთრად შემოგვთავაზეს სამშრიანი პირბადე ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში.

აფთიაქების ნაწილში კი პირბადები საერთოდ აღარ აქვთ.

როგორც სააფთიაქო ქსელებში ამბობენ პირბადეებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში გაზრდილია. მოქალაქეები აქტიურად ყიდულობენ და იმარაგებენ გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად. აქვე ამბობენ, რომ მარაგი ამოწურულია. როდის შემოიტანენ არ იციან.
Borjomi.tv