იუსტიციის სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მარტიდან პირადობისა და პასპორტის აღება უფასოა!

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დაუკავშირდა იუსტიციის სახლს, რომ გადაემოწმებინა სოც-ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეები აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეძლებენ პირადობებისა და პასპორტების აღებას. როგორც ერთ-ერთმა ოპერატორმა აგვიხსნა ეს ინფორმაცია ყოფილა ძველი და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება ახალი სტატუსით, თუმცა გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ასეთი აქცია არ იგეგმება და ყველაფერი რჩება უცვლელად. 10 სამუშაო დღის ვადაში პირადობები გაიცემა ფოტოსურათის ჩათვლით-34 ლარად, ხოლო საზღვარგარეთის პასპორტი-100 ლარად. ნუ დაუჯერებთ გავრცელებულ დეზინფორმაციებს!