ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა. ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა რამდენიმე დღის წინ გამოწვევა გამოაცხადა. ემინემს აინტერესებდა, თუ შეუძლიათ მის თაყვანისმცემლებს, ისევე სწრაფად წაიკითხონ ტექსტი, როგორც ამას თავად არტისტი ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაში, „გოდზილაში“ ახერხებს.
შესაბამისი გამოწვევა ემინემმა „ტვიტერისა“ და ინსტაგრამის გვერდზეც გამოაქვეყნა. გამარჯვება კი 16 წლის ნინი ჩილაჩავამ მოიპოვა, რომლის ვიდეოც ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტჯერ ნახეს.
„ეს არის მომენტი, როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს შეხვდა“, – ნათქვამია „საუთფაუერის“ ვებგვერდზე, სადაც გამოწვევაში გამარჯვებული გამოცხადდა.