სტუდენტების საყურადღებოდ! კულტურის ინსტიტუტი გადადის ონლაინ სწავლების მეთოდზე

ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი აცხადებს ბრძოლას კორონა ვირუსთან და გთავაზობთ ალტერნატიული სწავლების დისტანციურ მეთოდს სხვა და სხვა ტიპის სასწავლებლებისთვის. ჩვენ გთავაზობთ დისტანციური სწავლებას სასწავლო საიტის მეშვეობით, ონლაინ, სადაც პედაგოგები და სტუდენტები შეძლებენ დარეგისტრირებას, სასწავლო ცხრილის მიხედვით მეცადინეობას და არ ჩამორჩებიან სასწავლო პროგრამას.. ონლაინ რეჟიმში მოხდება დასწრების აღრიცხვა და პედაგოგი სახლიდან შეძლებს, როგორც გაკვეთილის ახსნას, ასევე დავალებების მიღებას და ჩაბარებას… ეს მეთოდი ძალაინ ხელსაყრელია სტუდენტებისათვის აკონტროლონ საკუთარი ქულები. ხოლო ინსტიტუტისთვის კი აკონტროლოს ზოგადი სტატისტიკა და ქულების რაოდენობა.