საქართველოს ბანკის” საინვესტიციო კომპანიის, Bgeo-ს კუთვნილი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (ევექსი, გეფა), პირბადეების 30 მილიონიანი მარაგი აქვს დასაწყობებული, რომელიც ჯერ კიდევ თვენახევრის წინ შეისყიდეს, თუმცა, მათ ქსელში გაშვებასა და რეალიზაციას არ ჩქარობენ.”
ინფორმაცია ამის თაობაზე “გეფას” თანამშრომლებმა მოგვაწოდეს- ექსკლუზიურად.
მათი თქმით, კომპანია, რომლის 33 პროცენტს ივანიშვილი ფლობს, სიტუაციის გართულებას ელოდება.
“ამის შემდეგ, პირბადეები, რომლებიც დღეს დეფიციტურია და საწყობში უდევთ, ქსელში გამოჩნდება”, – ამბობენ ისინი.
თუმცა, ინფორმაციას რომ 30 მილიონი პირბადე აქვთ საწყობში, კომპანიაში არ ადასტურებენ.
“არ გვაქვს პირბადეები და როდის გვექნება არ ვიცით. ჩვენ არაფერს გვეუბნებიან”, – გვითხრეს ჯიპისის სააფთიაქო ქსელში. იგივე ხდება ფარმადეპოშიც.
GEPHA საქართველოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მფლობელობაშია ევექსი, ჯიპისი და ფარმადეპო.
JSC Georgian Pharmacy-ის (GEPHA) 67%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია, 33%-იანი წილის მფლობელი კი – ფარმადეპო, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას.
ამავე დროს, “GEPHA” -ს მფლობელობაშია საქართველოში ყველაზე მსხვილი – 230 აფთიაქისგან შემდგარი ქსელიც.
კომპანიის სტრატეგიის მიხედვით, ფარმადეპო საბიუჯეტო სეგმენტზე გათვლილ სააფთიაქო ბრენდად ოპერირებს, ჯიპისი კი შედარებით პრემიუმ კატეგორიის სეგმენტში მუშაობს.
ის რომ ფარმადეპოს უკან ივანიშვილი დგას, ამის შესახებ წლების წინ, ექსპრემიერის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეც საუბრობდა.
თუმცა, ოფიციალური დოკუმენტაციით, ამ კომპანიის მფლობელები ბერიძე და აბრამიძე არიან.
საინტერესო დეტალი: ივანიშვილი რუსეთში ასევე ყველაზე მსხვილ სააფთიაქო ქსელს ფლობდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს გაყიდა.
რაც შეეხება “GEPHA”-ს, რომლის ერთერთი დირექტორის დაუდევრობით კორონავირუსი 7 ადამიანს გადაედო, ის რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი გამსხვილდა და 25 მილიონად ჯიპისი და ფარმადეპო შეიძინა.
სწორედ ამ მომენტიდან გახდა ივანიშვილი “GEPHA”-ს მეწილე – არაოფიციალურად.
