ივანიშვილმა, დაინფიცირების რისკის გამო ვიდეო-მიმართვაზე უარი თქვა – რა მოხდა ხელისუფლებაში

ხელისუფლების არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ვიდეომიმართვის ჩაწერა შესთავაზეს. 

პრესა.ჯის აცნობეს რომ ამის შესახებ სამზადისი ჯერ კიდევ წინა კვირას დაიწყეს. თითქოს ყველაფერი დაგეგმილი იყო. 

გეგმის მიხედვით, ივანიშვილი თბილისში უნდა გადმოფრენილიყო ვერტმფრენით და ვიდეომიმართვა სოლოლაკის ბიზნეს ცენტრში ჩაეწერა, რომელსაც შემდეგ, სამთავრობო ტელევიზიების მეშვეობით გაავრცელებდნენ. 

ვიდეომიმართვაში ივანიშვილს უნდა ესაუბრა ახალ კორონავირუსსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც პანდემიის გამო, საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყნის ეკონომიკას აქვს. 

თუმცა, როდესაც ივანიშვილს ვიდეომიმართვის იდეა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გააცნეს და ხმოვანი შეტყობინებებიც გაუგზავნეს, მან, საჯაროდ გამოჩენასა და ვიდეო-ოპერატორთან დისტანციურ კონტაქტზე უარი თქვა – ახალი კორონავირუსით დაინფიცირების თუნდაც უმცირესი რისკის გამო.

ქართულ ოცნებაში ფიქრობენ რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა გახარიას რჩევით მიიღო, თუმცა, იმედოვნებენ რომ ოლიგარქი მომავალში მაინც შეცვლის გადაწყვეტილებას და ხალხს მიმართავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ოლიგარქი ივანიშვილი ამჟამად ჭორვილაში იმყოფება. 

იქ მას აქვს სახლი, რომლის ერთი სართული მიწის ქვეშ არის განთავსებული და გარე-სამყაროს სრულიად მოწყვეტილია. 

პრესა.ჯი

კომენტარები ფეისბუქიდან