საბავშვო რუბრიკა TVM-ზე: „გაიცანით პრინცები & პრინცესები“ ზრუნავს თქვენს პოპულარულობაზე!

TVM NEWS – ის მედია ჯგუფი წარმოგიდგენთ ახალ საბავშვო რუბრიკას სახელწოდებით: „გაიცანით პრინცები და პრინცესები.“ ყველა პატარა ბავშვი ხომ პრინცი და პრინცესაა, ამიტომ პატარებო შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი ფოტოები და ვიდეო ლაივ-მიმართვა, რომელიც განთავსდება ჩვენს მედია სააგენტოზე და გაზიარდება ფეისბუქისა და ტვიტერის ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად თითოეულ ბავშვთან ჩაიწერება მოკლე ინტერვიუ. ჩვენი რუბრიკის მიზანია ჩვენი მომავალი თაობა გავხადოთ უფრო მეტად ცნობადი და პოპულარული. ასე, რომ 3-15 წლის ჩათვლით ბავშვებს, თამამად შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რჩეული ფოტო და ვიდეო მასალა და უპასუხოთ ჩვენი ჟურნალისტის ბლიც შეკითხვებს. ყველა ბავშვს, რომელსაც აქვს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, ცეკვის, ან სიმღერის ტალანტი, ნუ დაგვიმალავთ ამ მხრივაც გააცანით თავი ინტერნეტ-საზოგადოებას. ჩვენო საყვარელო პატარებო გისურვებთ წარმატებას და სწორედ თქვენ გელით ჩვენი პრინცებისა და პრინცესების რუბრიკა.

რუბრიკის ადმინი გახლავთ: ქრისტინე კაპანაძე, რომელიც ასევე ჩვენი მედია სააგენტოს „ნიუს ფეისია“.

საბავშვო რუბრიკას: „გაიცანით პრინცები & პრინცესები“ აგრეთვე აქვს საკუთარი ფეისბუქ გვერდი 

გაიცანით პრინცები & პრინცესები, სადაც შეგიძლიათ დააგროვოთ მოწონებები, ანუ ლაიქები, რის საფუძველზეც ყველაზე მეტი მოწონებების ავტორი დასაჩუქრდება ჩვენი სააგენტოსგან სპეციალური საჩუქრით. (ჩვენი პატარების გახასახარებლად და წასახალისებლად პრიზების დაწესებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერ კომპანიებს!

განსაკუთრებული მონაცემების მქონე ბავშვები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო პროექტში: ,,მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა“, რომელსაც მოდის აკადემია ,,კატრინი,, – ს დამფუნებელი ქალბატონი: ეკა მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის

დაგვიკავშირდით: 579 888 749.