გაიცანით 10 წლის პატარა პრინცესა: ქეთი ვასაძე!

რუბრიკა „გაიცანით პრინცები და პრინცესები“-ს ადმინი ქრისტინე კაპანაძე: „10 წლის ქეთიმ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე უპასუხა ბლიც-შეკითხვებს და გამოგვიგზავნა რჩეული ფოტოები, ჩუმად გაგვიმხილა, რომ ყოველთვის ოცნებობდა პრინცესობაზე და ჰყავს კიდეც საყვარელი ზღაპრის გმირი: „კონკია“.

პრინცესა ქეთი ვასაძე:

„10 წლის ვარ, ძალიან მიყვარს ვარდისფერი, რადგან ვთვლი, რომ პრინცესების ფერია, ვსწავლობ თბილისში, 43-ე საჯარო სკოლაში, გატაცებული ვარ სიმღერით და ჩემი საყვარელი უცხოელი მომღერალია:Billie Eilish, კონკრეტულად ერთი, რომელიმე დიზაინერი არ მყავს ამორჩეული, თუმცა ბევრი მათგანი მომწონს, მისაბაძი ადამიანი მყავს და ის დედაჩემია, მინდა, რომ მას ვგავდე. რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით გადავიღებდი სელფს ჩემს საყვარელ მომღერალთან. ძალიან მომწონს თქვენი რუბრიკა, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ თქვენს რუბრიკაში, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრი ხალხი გამიცნობს! მინდა ვიყო მთელ მსოფლიოში პოპულარული. ჩემს თანატოლებსაც ვურჩევ, რომ ეწვიონ რუბრიკა პრინცებს და პრინცესებს.“ ყველას გთხოვთ მიგულშემატკივრეთ და მომიწონეთ პრინცების და პრინცესების ფეისბუკ გვერდი, ძალიან მჭირდება თქვენი მხარდაჭერა:  Best გაიცანით პრინცები & პრინცესები

 

 

 

კომენტარები ფეისბუქიდან