გაიცანით 14 წლის პრინცესა: ანასტასია ეპისკოპოსოვა!

რუბრიკა „გაიცანით პრინცები და პრინცესები“-ს ადმინი ქრისტინე კაპანაძე: „14 წლის ანასტასიამ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე უპასუხა ბლიც-შეკითხვებს და გამოგვიგზავნა რჩეული ფოტოები, ჩუმად გაგვიმხილა, რომ ყოველთვის ოცნებობდა პრინცესობაზე და ჰყავს კიდეც საყვარელი ზღაპრის გმირი: „რაპუნცელი“

ანასტასია ეპისკოპოსოვა: “მე ვარ ანასტასია ეპისკოპოსოვა, 14 წლის. ჩემი საყვარელი ფერებია იასამნისფერი, ვარდისფერი და წითელი. ჩემი საყვარელი მომღერალია არიანა გრანდე. ვსწვალობ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის 163-ე საჯარო სკოლაში, ჩემი ჰობია სიმღერა და ინდური ცეკვები. ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ადამიანი არის დედა. მომავალში, მინდა გამოვიდე დიზაინერი. ვოცნებობ წავიდე პარიზში და ასევე მინდა დავათვალიერო დისნეი ლენდი. რომ შემეძლოს სელფს გადავიღებდი აიშვარია რაისთან. ანიმაციური ფილმებიდან თავს შევადარებდი რაპუნცელს. მიხარია, რომ პრინცების და პრინცესების რუბრიკა დაინტერესდა ჩემით, რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას, რადგან ვფიქრობ, რომ თქვენს რუბრიკაში მონაწილეობა წარმატებებს და პოპულარულობას მომიტანს. ჩემს თანატოლებსაც ვურჩევ გამოაგზავნონ თავიანთი მონაცემები და მოხვდნენ თქვენთან.”

კომენტარები ფეისბუქიდან