თურმე, ცხოველებიც არ არიან დაცულები კორონავირუსისგან. ეს ფაქტი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ბელგიაში, სადაც ერთ-ერთ ფისოს Covid-19 დაუდგინეს.
თუმცა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ “განყენებული შემთხვევაა” და მსგავსი რამ ნორმიდან ერთგვარ გადახრად უნდა განვიხილოთ და არა ბუნებრივ და ყოველდღიურ მოვლენად. ადამიანიდან ვირუსის ცხოველზე “გადახტომა” მართლაც არ არის ტიპური და დამახასიათებელი მოვლენა, მაგრამ ეს მოვლენა კორონავირუსის ბუნების შესახებ ახალ ინფორმაციებს უდავოდ გვაწვდის. ინფიცირებული ფისო ლუტიხის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს, თუმცა, მათ ასევე განმარტეს, რომ ეს არ არის ეპიდემიის გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჯერ ერთი შემთხვევაც კი არ არის ცნობილი, როცა ადამიანისგან ვირუსი ცხოველს გადაედო, ხოლო შემდეგ ცხოველმა ის სხვა ადამიანს გადადო. ფრიდრიხ-ლოფერის ინსტიტუტი სწორედ აღნიშნული ფაქტების გამო გვირჩევს, სახე შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ შინაურ ცხოველებს. ინტერმედიას წყარო.
|
