TVM-ის ინიციატივითა და ორგანიზებით შეიქმნა ელვა ჯგუფი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სოციალური სტატუსის გარეშე არიან დარჩენილები და ემუქრებათ სიბნელეში და სიცივეში უწყლოდ დარჩენა, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ვეცდებით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ მსხვილ ორგანიზაციებთან შუამავლობას, რომ მათ გამოყონ თქვენი კომუნალური გადასახადებისთვის გარკვეული ბიუჯეტი, თუნდაც ერთჯერადი ვაუჩერების სახით. რათქმაუნდა ეს საკმარისი არ არის და გლობალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ გარკვეულ ნაწილს მაინც ეშველება. ასევე ყველას გთხოვთ შემოგვიერთდეთ, ჩვენ ერთად უფრო გავძლიერდებით და მეტ სიკეთეს გავაკეთებთ! აქ შედით ფეისბუქ გვერდზე შეღავათები კომუნალურებზე
მსოფლიოში განვითარებული და არსებული მძიმე რეალობის შედეგად (ვგულისხმობთ სასტიკ ეპიდემია „კორონა ვირუსს“) ყველამ უნდა გავაცნობიეროთ თითოეულ ჩვენთაგანზე დაკისრებული განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. დღეს აღარ არის მეტოქეობის, პირველობისა და ერთმანეთთან ქიშპობის დრო. გაჭირვებული და ულუკმაპუროდ დარჩენილი მოსახლეობა უკვე დადგა არანაკლებ სასტიკი რეალობის წინაშე, რადგან კომუნალური გადასახადების გადაუხდელობით მათ შეუწყდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალი, შუქი და ბუნებრივი აირი. სამწუხაროდ ხელისუფლება ჯერ არ ჩქარობს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას და დიდი ალბათობაა, რომ ხვალ უკვე ძალიან ბევრ ჩვენს გაჭირვებულ მოქალაქეს დაუდგეს 90-იანი წლები. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და მოვუწოდოთ ჩვენს ხელისუფლებას 3 თვის მანძილზე გააუქმოს, ან გადაავადოს ეს გადასახადები. მხოლოდ დარჩი სახლში ძახილით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.