”საშუალება გვაქვს 31 მარტიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად 4 რეისი განვახორციელოთ”- გრიგოლ ვაშაძე

”საშუალება გვაქვს 31 მარტიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად 4 რეისი განვახორციელოთ”- გრიგოლ ვაშაძე

”ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სთავზობს. ამასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

”გასულ ორშაბათს ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო აღწერა ის მოქალაქეების, ვისაც არ აქვს არანაირი სახსრები და ვერ ბრუდნებიან სამშობლოში. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული კომპნია მოიძია, რომელიც უფასოდ ფრენებს განახორციელებს. ჩვენს ოფისში დახმარების თაობაზე დაახლოებით 2950 ზარი მივიღეთ.

მზადა ვართ 31 მარტიდან განვახრციელოთ 4 რეისი, 31 მარტი ვარშავა-კიევი – თბილისი

1 აპრილი ბერლინი- რომი -თბილისი.

2 აპრილი ბარსელონა – თბილისი, დახლოებით 1000 ადამინის ჩამოყვანს უფასოდ შევძლებთ.

მიხეილ სააკშვილის მიერ მოძიებულია უკრიანული კომპანია, რომელიც ჩამოიყვანს და ასევე მოძიბეული სახსრები. რომელიც ხელისფლების ჩარევის გარეშე ამ ოპერაცის ბოლომდე ვერ მივიყვანთ, საჭიროა სწრაფად საელჩოების მობილიზება რომ სახელმწიფოებს შორის შედგეს მოლაპრაკება, გაიხსნას საბაჟო და სამედიცინო კონტროლი, შედგეს სიები რომ გამოვიყვანოთ პირველად ბაშვიანი ოჯახები, ახალგაზრდები და ის ადმიანები ვისი მდგომარეობაც მძიმეა.

ჩვენ ამას თბილისიდან მარტო ვერ განვახროცილებთ, მე პრესას ვერ გადავცემ იმ სიებს, რადგან კანონით აკრძალული მაქვს. აუცლებელია მჭიდრო კონტაქტი ხელისფლებასთან, მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს გავაკთებთ, რომ ჩამოვლენ მოქალაქეები მათ უნდა გაიარონ სავალდებულო კარანტინი. ჩვენ ასევე კონკრეტულმა სასტუმროს მეპატრონეებმა შემოგვთავაზეს, რომ დარუნებული მოაქალაქები მათ სასტუმრეობში განთავსდნენ.”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

http://m.guriismoambe.com/