“როცა სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის, ივანიშვილის ქველმოქმედება არის დაზღვევა”- გახარი

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მეტყველებეს იმაზე, რომ სახელმწიფოს და ამ გუნდს აქვს ქართუს მხარდაჭერის იმედი. ამის შესახებ პრემიერმა გადაცემა ღია ეთერში ისაუბრა.

“დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ დღესაც, როდესაც მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე ვართ, ქართუ შეასრულებს თავის სისტემურ როლს. მათ ეს განცხადება უკვე გააკეთეს და ჩვენ ახლა ვფიქრობთ, სად იქნება უფრო მგრძნობიარე ჩვენი მოქალაქეებისთვის, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქართუს შეხიდება. მიუხედავად ყველაფრისა, ქართუ აგრძელებს ამ ქვეყნის სისტემურ მხარდაჭერას, ქართუ არის დაზღვევა, როცა სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ კულტურაში, ჩვენს არქიტექტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობაში, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს აქვს ქართუს მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი”, — აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები ფეისბუქიდან