ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ეკლესიაზე

ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ეკლესიაზე, რომ აღდგომას ღამისთევის ლიტანიობა გაუქმდეს და დილის 9 საათზე ჩატარდეს საზეიმო წირვა. რამოდენიმე მოდერნისტ-ეკუმენისტი უკვე გადაიბირეს (დიდი ხანია…) და აპირებენ მათ გამოყვანას ტელევიზიებით. აგორდება პროპაგანდისტული ტალღა, რათა მოსახლეობა შეაგუონ ამ უგვანობას და შთააგონონ, თითქოს ეს აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის…
ჩვენი უწმინდესი და ღირსეული იერარქები არცერთ შემთხვევაში არ წავლენ ასეთ ღვთისგანმარისხებელ კომპრომისზე, რადგან კარგად უწყიან, რომ სწორედ ეკლესიის სწორი პოზიციის გამო იფარავს მაცხოვარი და დედაღვთისმშობელი საქართველოს ამ განსაცდელის ჟამს, ხოლო კომპრომისის შემთხვევაში მართლაც განწირულები ვართ და მერე ნახეთ, აქ რაც მოხდება – ნუ იყოფინ!
უბედურება დაატყდება თავს ჩვენს ერს და პირველ რიგში ეს იმათ შეეხებათ, ვინც ცდილობს უფლის აღდგომის (დღესასწაულთა დღესასწაულის) მადლი მოაცილოს ჩვენს ერს!!!

ყველა მორწმუნე ვალდებულია წინ აღუდგეს ამ უდიდეს საცდურს და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას შეხვდეს არა საწოლში, არამედ ღამისთევის ლიტანიობით!!!

ნათქვამია: არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდესო… ყველასთვის ცნობილი გახდება მათი სახელები, ვინც ასეთ განსაცდელს უმზადებს ჩვენს ქვეყანას და მალე დაუდგებათ დრო, როცა უმკაცრეს პასუხს აგებენ ღვთისა და ერის წინაშე!!!

ლევან ჩაჩუა
QartuliIdea.

კომენტარები ფეისბუქიდან