“თუ კორონავირუსი შემეყარა, არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია ან მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავები”

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემი დიდი თხოვნაა, რომ თუ კორონავირუსი შემეყარა და შემთხვევით, მე არ ვარ აქტიური – არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია, ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი.

ისეთ ექიმთან წამიყვანეთ, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, სიმართლის თქმა არ ეშინია და პაციენტებს არ ავნებს.

საშიშია ისეთი ექიმების ხელში ჩავარდნა რომლებიც მეცნიერებას არ სცნობენ და გაიძახიან რომ “ყველაფერი უფლის ნებაა” .

ძალიან საშიში.

მოკლედ ამ “გმირებიდან” არც ერთი.

ჩვეულებრივი მოკვდავი ექიმი მინდა, ინგლისური რომ იცის, თანამედროვე ინფორმაციას პირველწყაროდან აგროვებს და სიმართლეს ცალსახად მეტყვის”

კომენტარები ფეისბუქიდან