“ღამის 5 საათზე უცხოპლანეტელი გამომეცხადა და კორონავირუსზე სიმართლე გამიმხილა…” – უცხოპლანეტელმა მიხეილ ცაგარელს უთხრა ვის უნდოდა ამ ვირუსით ხალხის დახოცვა

რამოდენიმე დღის წინ ცნობილ ქართველ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს უცხოპლანეტელი გამოეცხადა, მან ეს ინფორმაცია არავის გაანდო რადგან ფიქრობდა მოეყოლა თუ არა. საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის გადმოეცა ის ყველაფერი რაც უცხოპლანეტელმა მოუყვა.

“ღამის 5 საათი იყო როდესაც უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა და საძინებლიდან მისაღებ ოთახში რაღაც ძალამ გამიყვანა, შუქის ანთება გადავწყვიტე მაგრამ პირდაპირ სავარძელზე დამსვა და გამოჩნდა უცნაური სახე ეს დაახლოებით სილუეტით ჰგავდა იმ უცხოპლანეტელს რომელიც მე 90 -იან წლებში ვნახე რუსთავში.
სრულიად მოვწყდი და გავითიშე როგორც სიზმარში ხედავ და გესმის აი ასე ზუსტად, მან მითხრა კორონავირუსი ჩვენ შევქმენით და ვაპირებთ აქ გადმოვსახლდეთ რადგან იქ მთლიანი ტერიტორიული რესურსი ამოვწურეთ და დედამიწა ჩვენთვის ძალიან საინტერესო და კომფორტული ზონააო. მე გაოცებულმა ვუპასუხე კი მაგრამ თქვენ ჩვენი დახოცვა გადაწყვიტეთქო?! მან მიპასუხა ჩვენ კი გადავწყვიტეთ მაგრამ… პაუზა… თქვენ ისეთი ექიმები აღმოგაჩნდათ ( გამყრელიძე, იმნაძე, ეზუგბაია და ცერცვაძე ) ხვალ მივდივართ დავახვიეთ აქედან სანამ ცოცხლები ვართ გავასწროთ აქაურობასო და გაქრა” – წერს მიხეილ ცაგარელი

http://n.videosports.ge/

კომენტარები ფეისბუქიდან