მიღებულია გადაწყვეტილება იკეტება სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონი!

ინფიცირებული სპორტსმენის სამი პირდაპირი კონტაქტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ჩაიკეტება თუ არა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. სამივე პირის პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახლა მედიკოსები განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდებიან.

წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას თქმით, ახალგაზრდა, რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა რამდენიმე დღით ადრე სოფელ ლიაში იმყოფებოდა.

“​ამ პირთან სოფელ ლიაში კონტაქტირებული ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია ანაკლიის საკარანტინე ზონაში. აღნიშნული პიროვნება სამეგრელოში იმყოფებოდა 28 მარტს. ის იმყოფებოდა ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური დამატებითი კონატაქტების გამოსვლენად. პიროვნებას თბილისში გამოუვლინდა covid-19 და ამის შემდეგ გახდა საჭირო მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა”, – ამბობს კვარაცხელია.

ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილი. მათგან ერთი სამხედრო მოსამსახურეა. როგორც მეზობლები “კურიერს” უყვებიან, მამაკაცს კორონავირუსისთვის დამახასითებელი სიმპტომები ამ დრომდე არ გამოვლენია.

თავად სპორტსმენი ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მისი მიზეზით ადამიანები კარანტინში მოხვდნენ. ინფიცირებულის მტკიცებით, კონტაქტი სულ 16 ადამიანთან ჰქონდა. აქედან მჭიდრო მხოლოდ 4-თან. არც ჩხოროწყუს რაიონში ყოფილა და არც მოგზაურობის ისტორია აქვს.

სწრაფი ტესტის ანალოგიურად, PCR ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა საჩხერის კლინიკის ინფექციონისტის შემთხვევაში. ექიმი, სავარაუდოდ პაციენტისგან დაინფიცირდა. ტესტის პასუხი უარყოფითია მისი მეუღლის – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის და კიდევ 10 კოლეგის შემთხვევაში.

კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის შემთხვევის გამოვლენას, ჯანდაცვის მინისტრი, პერსონალის მხრიდან მითითებების ზედმიწევნით შესრულებით ხსნის. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შემთხვევის სწრაფმა იდენტიფიცირებამ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

თვითიზოლაციაში რჩება მეჯვრისხევის მაცხოვრებელი მამაკაცის ოჯახი, რომელსაც “კოვიდ 19” სომხეთში დაუდასტურდა. დღეს “კურიერი” ინიფიცირებული მამაკაცის ცოლის კონტაქტს ესაუბრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ქალი ბოლოს 2 კვირის წინ ნახა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსგან თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ მიუღია.

რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება ე.წ. ცხელების ცენტრების რაოდენობაც. ამ ტიპის ცენტრებში იმ პაციენტებს იღებენ, რომელთაც რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებათ.

siaxleebi.ge