წარმატებული ბიზნესმენი: გეორქ ოსიპოვია ის კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც საკუთარი ფეხსაცმელების საწარმო ამ მძიმე ეპიდემიის პირობებში არ დახურა და უფრო მეტიც თანამშრომლებს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილები, რადგან ფეხსაცმელების საწარმო დროებით პირბადეების ადაპტირებულ საწარმოდ გადააკეთა. მინდა გაცნობოთ, რომ ამ საწარმოში შეკერილი პირბადეების საფასური ყველასათვის ხელმისაწვდომია, სულ რაღაც 2. 50 ლარს შეადგენს. ბატონი გეორქი ყველაფერთან ერთად მრავალ გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება, მიაქვს მათთვის საკვები პროდუქტები და საკუთარ საწარმოში შეკერილ ფეხსაცმელებსაც ხშირად ჩუქნის მათ, ვისაც შეძენის საშუალება არ აქვს. ნათქვამია-ქველმოქმედება აკეთილშობილებს ბიზნესს და უფრო მეტად წარმატებულს ხდის. ეს ფრაზები სწორედ, რომ ჩვენი დროის გმირზე, გეორქ ოსიპოვზეა ნათქვამი. უფალმა გაგაძლიოროთ ბატონო გეორქ და მისი მადლით უფრო მეტი სიკეთის კეთება შეგაძლებინოთ, ბარაქა თქვენს ვაჟკაცობას, დღეს თქვენისთანა ქველმოქმედი ადამიანების იმედზეა დარჩენილი ჩვენი ქვეყანა!