არის, თუ არა ეს პირბადე?!. ეს ხვალიდან უკვე აფთიაქებში გაიყიდება.

იმის ფონზე, რომ მხოლოდ პირბადე არ გვიცავს ბოლომდე და დამატებით საჭიროა უკვე სახის დამცავი ფარით მოვახდინოთ სრული ეკიპირება. რამდენად დაგვიცავს რამდენიმე ფენიანი დოლბანდიანი ნიღაბი?..

“გუშინ დაანონსებული, ქართული წამოების ეს პირბადე, რომლის რეალიზაციაც დღეიდან, სააფთიაქო ყველა ქსელში, მიზერულ თანხად, 0.50 ლარად, დაიწყო, შედგება სტერილური სამედიცინო ბინტის რამდენიმე შრისაგან, რაც ვირუსული ბაქტერიისაგან დაცვას უზრუნველყოფს და სუნთქვის საშუალებასაც იძლევა.
დღის განმავლობაში, კრიტიკულ, თუ ირონიულ უამრავ პოსტს შევხვდი და, ვერაფრით მივხვდი, ამ ხალხისთვის ვიზუალი უფრო მნიშვნელოვანია, თუ ჯანმრთელობა?!
მაგრამ, საზოგადოებას რომ ვუყურებ, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ, ბევრი მათგანისთვის, სარამაგუს ” სიბრმავე”, ბუნებრივი მდგომარეობაა.
გთხოვთ დამიდასტუროთ.
პ.ს. ფოტო აღებულია, ერთ-ერთი ჯგუფიდან…”
#დარჩითსახლში