ზოგადად, ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, გაათმაგებული კონკურენციის პირობებში ბიზნეს საქმიანობის დაწყება და შემდეგ მისი მარკეტინგულად გამართვა ნამდვილად არ არის იოლი საქმე, თუმცა არიან ნიჭიერი და მონდომებული ადამიანები, რომლებიც საკუთარი მრავალწლიანი შრომის ხარჯზე, ადრეულ ასაკში აღწევენ წარმატებას, სწორედ ასეთია ჩვენი დღევანდელი გმირიც, რომელმაც დააფუძნა კომპანია სახელწოდებით: Osipov Shoes Tbilisi, თუმცა იგი ბიზნეს საქმიანობაში სტუდენტობიდან ჩაერთო და ამავე დროს სხვადასხვა ბიზნეს სფეროებშიც გვევლინება. გეორქ ოსიპოვი აქტიურად ეხმარება გაჭირვებულ ხალხს და ქველმოქმედებასთან ერთად აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მისი წარმოებული ფეხსაცმელების ხარისხზე მალე გაიგებენ მთელ მსოფლიოში, რადგან დიდი მოტივაცია აქვს თავისი პროდუქციით ასახელოს საქართველო საზღვრებს გარეთ.
გეორქ ოსიპოვის კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხსაცმელების საწარმოა საქართველოში, სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან გეორქისთვის პროფესიონალიზმი და ლიდერობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო. ჩვენს დღევანდელ გმირს ბიზნესთან მიმართებაში განსაკუთრებული თავისებურება და მიდგომა გააჩნია და ესაა 5 ძირითადი პრინციპი: მოტივაცია, მოთმინება, მიზანსწრაფულობა, კავშირები და საქმის სიყვარული პროფესიონალურ დონეზე.
თუმცა ჩვენ ასევე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, მაშ ასე გოგონების საყურადღებოდ! ამჟამად გეორქ ოსიპოვის გული სრულიად თავისუფალია და გულთამპყრობელ ქალბატონებს შეუძლიათ რიგი დაიკავონ.