“150 ლარზე მეტით ვგეგმავთ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას!”

პრემიერ მინისტრის განცხადებით რამდენიმე დღეში იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სახელმწიფომ უმუშევრად და ულუკმაპუროდ დარჩენილ მოქალაქეებს ფინანსური დახმარება გაუწიოს. გიორგი გახარიას განცხადებით ეს თანხა აუცილებლად შეესაბამება საარსებო მინიმუმს და უფრო მეტიც, დასახმარებელი თანხა 150 ლარს თვიურად აუცილებლად აღემატება. ასევე პრემიერ მინისტრის ბრძანებით ხვალიდან საერთოდ იკეტება თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი და იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მაისის ბოლიმდე, ამაზე ხვალ იმსჯელებს პარლამენტი.