ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს ექსკლუზურ კადრებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან.
ირაკლი იმნაიშვილი და ლევან აბულაძე დღეს საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკულად მძიმე პაციენტების ბლოკში შევიდნენ, სადაც ჩანს ადგილი, რომელშიც COVID-19-ით დაავადებულ ყველაზე მძიმე პაციენტებს მკურნალობენ.
“რუსთავი 2”-ის კამერამ დღეს გადაიღო კადრები, თუ როგორ გამოჰყავთ ექიმებს მდგომარეობიდან სიკვდილის პირას მისული ადამიანი.
ადგილი, სადაც ყოველი წუთი გადამწყვეტია და თითოეული სიცოცხლისთვის ათამდე ექიმი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვის.